“მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "იმედის" გადაცემაში "პირისპირ".
სალომე ზურაბიშვილისადმი კრიტიკული განცხადებები გააკეთეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ , მეუფე გრიგოლმა, მეუფე მელქისედეკმა და მეუფე საბამ.
მასალის გამოყენების პირობები






