საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ და ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.
ქართველი და ევროპელი დეპუტატები ასოცირების კომიტეტის დასკვნით შეხვედრაზე შემაჯამებელი დოკუმენტს და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. დღის ბოლოს კი გამოქვეყნდება რეზოლუცია, რომელშიც ასახული იქნება ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე, ასევე ქვეყნაში დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანთა უფლებების კუთხით არსებული მიღწევების შესახებ ინფორმაცია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დარწმუნებული არიან, კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში ქვეყანაში არსებული რეალობა იქნება წარმოდგენილი. განსხვავებული მოსაზრება აქვს ოპოზიციას:
„დოკუმენტი რომელსაც მიიღებს თანამშრომლობის კომიტეტი, იმდენად რამდენადაც უმრავლესობა ხმების იქნება წარმოდგენილი „ქართული ოცნებიდან“ არ მგონია, რომ ასახავდეს იმ რეალურ პრობლემებს, რომელიც არის ქვეყანაში და ოპტიმისტური ხედვა იქნება. სწორედ ამიტომ მე პირადად არ დავუჭერ მხარს“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის თქმით, მმართველ გუნდს აქვს მცდელობა, რმ შემაჯამებელი დოკუმენტი პოზიტიური იყოს და მასში არ იყოს ასახული ქვეყანაში არსებული პრობლემები:„როგორც წესი არის მცდელობა რომ მიღებული იქნას შემაჯამებელი დოკუმენტი რომელიც ასახავს უღრუბლო ცას. რა თქმა უნდა ხელისუფლება ყოველთვის ხელს უწყობს,რომ შემაჯამებელი დოკუმენტი იყოს პოზიტიური.“-გაანცხადა გიორგი ტუღუშმა.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტის წევრების და ევროპარლამენტის წევრებისაგან შედგება. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები






