ფესტივალზე დასწრების მსურველებს საშუალება აქვთ, საფასურის გადახდის გარეშე დაესწრნენ ფესტივალს და მათი ტრანსპორტირებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
როგორც სააკაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა, მსურველები თბილისიდან გამგზავრებას შეძლებენ ავტობუსებით, რომლებიც მათ "ვარდების მოედანზე", სასტუმრო "რედისონის" წინ 10:00-დან 11:00 საათამდე დაელოდება. უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება იმავე ავტობუსებით 19:00-ზე. "ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონში ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა-შენარჩუნებას, მცირე მწარმოებლების ხელშეწყობას, ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას, საოჯახო მარნების კულტურის განვითარებას, ტრადიციული ვაზის ჯიშების მოძიება-შენარჩუნებას და სხვა... სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სპეციალისტების მიერ გამოვლინდება საუკეთესო მეღვინეები, რომლებსაც გადაეცემათ სიგელები და სპეციალური მედლები", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






