ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ლამბერტო ზანიერის შეხვედრა ცესკოში
პოლიტიკა - 19:43, 18 Sep, 2018     481

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ეროვნული უმცირესობების საარჩევნო უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ეუთოს უმაღლეს კომისარსა და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაცია ეროვნული უმცირესობებისთვის ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

როგორ ხორციელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლების ინფორმირების კამპანია, რომელი საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, როგორ ხდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის საარჩევნო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რა კეთდება კენჭისყრის დღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლისთვის საარჩევნო უბანზე - ამ და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ცესკოს მუშაობა პოზიტიურად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ლამბერტო ზანიერი უმაღლესი კომისრის რანგში პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი საქართველოს 21 სექტემბერს დატოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42