გიორგი მარგველაშვილს გერმანიის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
პოლიტიკა - 17:10, 18 Sep, 2018     698

საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ დიპლომატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ქვეყნის პირველმა პირმა ახლადდანიშნულ ელჩს საერთაშორისო ასპარეზზე გერმანიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საუბარი, ცოტა ხნის წინ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის მნიშვნელოვან ვიზიტსაც შეეხო.

ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პარტნიორობის, მათ შორის, მომავალ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის განსაკუთრებული მნიშვნელობაც.

თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა დადებითად შეაფასა საქართველო-გერმანიის ურთიერთობა და აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42