გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყება რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც მოიტანს ათასობით სამუშაო ადგილებს, პენსია გაიზრდება 400 ლარამდე და დაიწყება სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელება.
„ამ სოფელში 500-მდე ავტომობილი გაჩერებული, დაყადაღებულია. გაუგებარი მიზეზების გამო მეპატრონეებს არ უბრუნებენნ ავტომობილებს და ეუბნებიან, რომ წადი გვიჩივლეო. არც ბრალი აქვთ წაყენებული და არც ხელისუფლება დალაპარაკებია მათ. ხალხი ამბობს ავტომობილები გამოგვატანეთ, რომლებიც სადგომზე უყენიათ უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია და ლპება, ამ დროს ყველას აქვს ბანკის კრედიტი აღებული, მანქანა კრედიტით აქვთ ნაყიდი და ოჯახს ბოლო საშუალება, რომ რაღაცა მცირე, მაგრამ სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს ისიც კი წაართვა, ეს ხელისუფლება არ არის, ეს არის რეკეტიორების და ნარკომოვაჭრეების ბანდა,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






