აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასევე ხაზგასმულია, რომ დიპლომატიური სამსახურების მხრიდან წარმომადგენლობითი ხარჯების ზუსტი გაწერა არ ხდებოდა.
„ეს წარმოადგენდა კონტროლის მექანიზმის სისუსტეს. გარკვეული დიპლომატიური დაწესებულებების მიერ გაწეული წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით, როდესაც არ იყო დამატებით წარმოდგენილი დასაბუთება აღნიშნული ხარჯების გაწევის მიზნობრიობა, კონკრეტული აქტივობა რის გამო იყო გაწეული ესა თუ ის ხარჯი,“- განაცხადა აუდიტის სამსახურის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში საუბარია 700 ათას ლარიან ხელშეკრულებაზე, რომელიც სახელმწიფო ფონდიდან გამოიყო და საგარეო სამეთა სამინისტროს ახალი შენობის საპროექტო სამუშაოებზე დაიხარჯა.
როგორც ირკვევა, ვატო მახარობლიშვილის ძმა იმ კომპანიის დამფუძნებელია, ვისაც სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა. კომპანია თანხის გადარიცხვამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა.
სკანდალურ დასკვნასთან დაკავშირებით, მახარობლიშვილი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები






