„თამარ ჟვანია სუს-ის დავალებას ასრულებს“ - გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-ს პერსონალური მონაცემების გავრცელებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 15:10, 18 Sep, 2018     1295
გაერთიანებული ოპოზიცია - "ძალა ერთობაშია" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ცესკოს-ს მიერ პერსონალური მონაცემების გადაცემას ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის.

ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა კიდევ ერთი პროვოკაციის შესახებ, რომელიც სუს-მა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად დაგეგმა ჩვენი გაერთიანების წინააღმდეგ. საქმე ეხება მხარდამჭერების ხელმოწერებს, სადაც თითქოსდა პრემიერ-მინისტრი ბახტაძე არის ჩვენი კანდიდატის მხარდამჭერების სიაში. მე მინდა ერთი რამ განვაცხადო: საველე პირობებში, როდესაც გროვდება ეს ხელმოწერები, მსგავს პროვოკაციებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. თუმცა ჩვენ არ ვიცით ნამდვილად არის თუ არა ეს ასე.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, როცა ტვ "იმედის" ჟურნალისტმა მაჩვენა ასლი ორიგინალის, რომელიც წესით უნდა ინახებოდეს დალუქულ მდგომარეობაში მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკოს მხრიდან პერსონალური ინფორმაციის გავრცელება დანაშაულია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სუს-ს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - დაიცავით კანონი, ნუ არღვევთ კანონს. არავის აქვს უფლება, შეგროვებული ხელმოწერების გადაცემის და გავრცელების სხვა მხარისთვის. მით უმეტეს იქნება ეს ჟურნალისტი თუ სხვა ადამიანები. ხელმოწერები, რომელიც გროვდება ილუქება ცესკოში, იხსნება გადამოწმების დროს და შემდეგ ისევ ილუქება. ერთადერთი წყარო, სადაც დევს ეს ხელმოწერები ეს არის ცესკო. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქალბატონი ჟვანია ასრულებს სუს-ის დავალებებს და მოქმედებს "ქართული ოცნების" შტაბის დავალებებით, რომ ჩვენი მძლავრი გაერთიანების დისკრედიტაცია მოხდეს. ბოლომდე მივიყვანთ ყველა საქმეს, ყველა ამ თემას გამოვიძიებთ და ამ საქმეებთან დაკავშირებით მოგაწოდებთ ინფორმაციას" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42