სამედიცინო კორპორაცია ევექსის პოლიკლინიკები მოსახლეობას სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას სთავაზობს. ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა გრიპისგან თავის დასაცავად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებში უნდა ჩატარდეს:
ორსულებში
ბავშვებში 6 წლამდე
ხანდაზმულებში 65 წელს ზევით
ქრონიკული დარღვევების მქონე პირებში
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სამედიცინო კორპორაცია ევექსის ბათუმის, ზუგდიდისა და თბილისის პოლიკლინიკებშია შესაძლებელი.
თბილისში:
საბურთალოს პოლიკლინიკა - ვაჟა-ფშაველას გამზ. N40
მთაწმინდის პოლიკლინიკა - ვეკუას ქუჩა N3
ისნის პოლიკლინიკა - ქეთევან წამებულის ქუჩა N69
ვარკეთილის პოლიკლინიკა - ჯავახეთის ქუჩა N30
დიდი დიღმის პოლიკლინიკა - პეტრიწის ქუჩა N16
გლდანის პოლიკლინიკა - კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ.
დიდუბის პოლიკლინიკა - წერეთლის გამზ. N141 ა
ბათუმში:
ბათუმის პოლიკლინიკა - სელიმ ხიმშიაშვილის 20
ზუგდიდში:
ზუგდიდის პოლიკლინიკა - მ.კოსტავას 1
აცრის ჩასატარებლად საჭიროა წინასწარი ჩაწერა 2 55 05 05 ან *0505.
მასალის გამოყენების პირობები