დედაქალაქის მერი კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
პოლიტიკა - 14:58, 18 Sep, 2018     835

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალარინების ქსელის, სანიაღვრე სისტემის, ასფალტისა და ბორდიურის განახლებას ითვალისწინებს.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნულ ქუჩას საფუძვლიანი რეაბილიტაცია უტარდება, რომელიც ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

„კაჩინსკის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ეს არის ცენტრალური ქუჩა, რომლითაც თბილისში ჩამოსული სტუმარი ქალაქის ცენტრში ხვდება. ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზე სრულფასოვანი სამუშაოები - წყალარინების ქსელისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სამუშაოები, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ასევე, მუშაობს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რათა თავისი ქსელები მოაწესრიგოს. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის, რადგან ჩვენთან ერთად, საკმაოდ ბევრ პროექტს ახორციელებენ. რეაბილიტაციის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული დისკომფორტი ექნება, რადგან სამუშაოები აქაც 24-საათიან რეჟიმში ჩატარდება. ამისთვის მათ კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვუხადო, თუმცა პროექტს ძალიან მალე - ოქტომბრის ბოლოსთვის დავასრულებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დღემდე, გზის აღნიშნული მონაკვეთის შეკეთება უხარისხოდ ხდებოდა.

„ასფალტი, რომელიც რეაბილიტაციის ფარგლებში აიღეს, 70-80 სანტიმეტრის სისქისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გზის შეკეთება არასწორად, არასაფუძვლიანად ხდებოდა, თუმცა აღნიშნული პროექტის განხორციელებით, ამ ქუჩაზე ყველაფერი მოწესრიგდება - შეიცვლება გარე განათების ბოძები, ნათურები, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი და ა.შ. ვფიქრობ, საკმაოდ ლამაზი ქუჩა გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საგზაო სამუშაოებს მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ილია ჯიშკარიანი გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ ასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42