„ისრაელელი მფრინავები რუსულ თვითმფრინავს იყვნენ ამოფარებულები და ის სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ცეცხლის ქვეშ მოაქციეს, რის შედეგადაც Ил-20, რომელსაც F-16-ზე ეფექტური ამრეკლი ზედაპირი აქვს, С-200-ის სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს.“- განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა იგორ კონაშენკომ.
მისი თქმით, ისრაელელ მფრინავებს და საავიაციო კონტროლის საშუალებებს „არ შეიძლებოდა არ შეემჩნიათ რუსული თვითმფრინავი, რადგან ის 5 კმ-ის სიმაღლიდან დაშვებას ახორციელებდა.“ თუმცა, მიუხედავად ამისა „განზრახ წავიდნენ ამ პროვოკაციაზე“
„ისრაელელი სამხედროების უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს ქმედება აბსოლუტურად არ შეესაბამება რუსეთ-ისრაელის პარტნიორობის სულლისკვეთებას“ - განაცხადა კონაშენკოვმა და დაამატა, რომ რუსეთი „იტოვებს უფლებას ადეკვატურ საპასუხო ქმედებაზე“ ისრაელთან დაკავშირებით.
მოსკოვში მდებარე ისრაელის საელჩომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების კომენტირებაზე უარი განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






