რესპუბლიკური საავადმყოფოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, „საპარტნიორო ფონდის“ მოთხოვნით, აუდიტის სამსახური შეისწავლის
პოლიტიკა - 12:33, 18 Sep, 2018     1068

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა. მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა.

"ამავდროულად, „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი - „კლინიკების განვითარების კომპანიისა“ და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა არაერთი რეკომენდაცია კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით. აღნიშნული კლინიკის დირექტორს ავთანდილ იმედაძეს რამდენჯერმე მიეცა გონივრული ვადა ხარვეზების გამოსასწრებლად და ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა, მათი უმრავლესობა კლინიკის მენეჯმენტის მხრიდან, რეაგირების გარეშე დარჩა. ამ დროისთვის კლინიკის დირექტორის მიერ არ ხდება ქმედითი ღონისძიებების გატარება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

კლინიკაში არსებული მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გუშინ კლინიკის თანამშრომლებს პირადად გააცნო" - აღნიშნულია "საპარტნიორო ფონდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42