საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების ყოფნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, „ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი.
კოფის განცხადებით აშშ-ს შეუძლია დაარწმუნოს პარტნიორები უფრო აქტიურად, რომ რუსული ჯარების ყოფნა საქართველოში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა:
"ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს და ამის ერთგული რჩება დღესაც. ვფიქრობ, მომავალშიც ამერიკის მთავრობამ სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ უნდა მიმართოს ძალისხმევა.
ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია საქართველოს დაეხმაროს ქვეყნის მთავრობის მიერ წამოწყებული სამშვიდობო ინიციატივის - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" უფრო წარმატებულად განხორციელებაში - გამოხატოს პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა.
ვაშინგტონის მხრიდან ამ ინიციატივის აქტიური მხარდაჭერა სხვა ქვეყნებისთვისაც მისაბაძი იქნება, ეს ძალისხმევა კი საქართველოს მთავრობის პოზიციას გააძლიერებს და ამ ინიციატივას უფრო სანდოსა და ქმედითს გახდის საქართველოს მოქალაქეებისთვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის",- აცხადებს ლუკ კოფი.
მასალის გამოყენების პირობები






