„კა-გე-ბე“ ხელმძღვანელობს საქართველოში ნარკოტიკების გავრცელებას“ - მეუფე პეტრე ნარკოტიკების კულტივაციასა და სპეცსამსახურების კავშირზე
პოლიტიკა - 11:09, 18 Sep, 2018     1913
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი კანაფის კულტივაცია-ექსპორტის საკითხზე ისევ მკაცრ პოზიციაზე დგას და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის გენოციდისკენ მიმართული ნაბიჯია.


„გაგრძელება მუდამ ექნება საქართველოში სიმართლისათვის, სახელმწიფოებრიობისათვის და ჯანსაღი მდგომარეობისათვის ბრძოლას. რაც შეეხება ეკლესიის პოზიციას, წმინდა სინოდის ბოლო სხდომას, რომელიც ივნისის თვეში გაიმართა, ჩვენ ვიმსჯელეთ და განჩინებაში იყო ნახსენები, ნარკოპოლიტიკის მიმართ ჩვენი მკაცრი შეფასება, თუ რამდენად დასაგმობია იგივე ლეგალიზაცია. ვერც წარმოვიდგენდი, რომ რეალიზაციაზე და ბიზნესზე იქნებოდა საუბარი. სინოდის მხრიდან რჩევა იყო, რომ გვეფიქრა სარეაბილიტაციო ცენტრების აშენებაზე და ჯერ ჩვენ რალური პროექტი ამის მხრივ არ გვინახავს. ყველასთვის მოულოდნელი იყო რომ საქართველონ შესაძლოა მწარმოებელ და შემდეგ რეალიზატორ ქვეყნად იქცეს და ამ მძიმე, მომაკვდინებელი ცოდვით მოინდომოს გამდიდრება. ამას შევადარებსი ტყვეთა სყიდვას, რომელიც მე-18, მე-19 საუკუნეში იყო საქართველოში გავრცელებული, ადამიანები მდიდრდებოდნენ ადამიანების, მათ შორის ბავშვების გაყიდვით, ეს დღემდე მძიმე ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მსგავს პარალელს გავავლებდი თუ უფრო მეტი და მძიმე არაა, როცა ნარკოტიკების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ითხოვს ხელისუფლება.

მახსენდება ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნათქვამი, რომ 60-იან წლების ბოლოს საბჭოთა სპეცსამსახურები „კაგებე“ ხელმძღვანელობდა საქართველოში ნარკოტიკების გავრცელებას. მიზანი იყო რომ წარჩინებული ოჯახის შვილები ჩაეთრიათ მასში. ეს ემსახურებოდა ჩვენი ერის გენოციდს.“- განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე პეტრე პატრიარქის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ილია მეორემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს და ეს დარგი კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს:

„რაც შეეხება პატრიარქის კონსტრუქციულობას, მე ვიტყოდი რომ ეს იყო უფრო კომპრომისული და ვისურვებდი, რომ პატრიარქი უფრო პირდაპირი ყოფილიყო ამ შეფასების დროს. ფაქტობრივად პატრიარქმა ნელ-თბილი პოზიცია წარმოგვიჩინა, რომელიც სახარებით არ არის გამართლებული და თითქოს ორ ბოროტებას შორის არჩევანი დატოვა, რომ კარგი იქნება თუ ხელისუფლება გააკონტროლებს. რა მნიშვნელობა იქნება თუ ეს ცოდვა იარსებებს ქვეყანაში, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გააკონტროლებს. თუ გადახედავთ, შსს-ს მაღალჩინოსნები იხდიან სასჯელს ნარკორეალიზაციისთვის, სად არის ამის რესურსი რომ ხელისუფლებამ გააკონტროლოს და ამ კუთხით ნდობა გამოვაცხადოთ.“- განაცხადა მეუფე პეტრემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42