"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
პოლიტიკა - 09:52, 18 Sep, 2018     13370
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატის დახმარებისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ „დამოუკიდებელ“ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს და სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, გრიგოლ ვაშაძის კამპანიას კი ფინანსური დახმარება სჭირდება.


„მინდა, მოგმართოთ ჩემს თანამემამულეებს, რომლებიც ჩემს მსგავსად აღმოჩნდით უცხოეთში. ახლა ჩვენი სამშობლო, საქართველო არის უზარმაზარი საფრთხის წინაშე. ივანიშვილმა ფაქტობრივ საპრეზიდენტო კანდიდატად დააყენა მოღალატე სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს 2008 წლის ომის დაწყებაში და თუ ღმერთმა არ ქნას ამ კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს ძალიან გაუადვილებს ჩვენს მტერს ჩვენი ტერიტორიების მიტაცებით დაკანონებას და ასევე გაამტყუნებს საქართველოს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც იძიებს 2008 წლის ამბებს. იმ ნეგატივის ფონზე, რაც დაგროვდა ბოლო წლებში, ეს იქნება საბოლოო და სასიკვდილო დარტყმა საქართველოსთვის. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა შევაჩეროთ ივანიშვილი და ზურაბიშვილი. მე მინდა, გთხოვოთ ყველანაირი დახმარება. მინდა გთხოვოთ, დაელაპარაკოთ თქვენს ახლობლებს და ნათესავებს საქართველოში. მინდა, გთხოვოთ ასევე ფინანსური დახმარება, რაც ადრე არასდროს გამიკეთებია. შევეწიოთ ერთადერთ კანდიდატს, ვისაც შეუძლია ივანიშვილის და ზურაბიშვილის დამარცხება, გრიგოლ ვაშაძეს, ზოგს 10 ევრო შეუძლია, ზოგს 1000 და მეტი. ეს ახლა იქნება გადამწყვეტი, ივანიშვილს აქვს ბევრი ფული, სატელიტ ოპოზიციურ კანდიდატებს აქვთ ბევრი ფული ივანიშვილთან შეთანხმებით და ვაშაძეს ჭირდება თქვენი დახმარება. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სახალხო კანდიდატი. მისი გამარჯვება ასევე ნიშნავს იმას, რომ მე და თქვენ მოგვეცემა საშუალება დავბრუნდეთ ჩვენ ქვეყანაში, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებული წინსვლა.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ ისინიც ჩაერთონ ვაშაძის მხარდამჭერ კამპანიაში, მსგავსი მიმართვების ჩაწერონ და გაავრცელონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42