სოციალურად დაუცველთათვის იურიდიული დახმარების სრულყოფაა საჭირო
პოზიცია - 20:07, 30 Aug, 2013     1638

ეს უფლება სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია მაშინაც, როდესაც პირს არ აქვს საშუალება თვითონ დაიქირავოს ადვოკატი და უფასო იურიდიული დახმარება გაეწევა სახელმწიფოს ხარჯზე.

საქართველოში იურიდიული დახმარების ინსტიტუტი არსებობს 2007 წლიდან, რომელიც უფასო საადვოკატო მომსახურებას უწევს სოციალურად დაუცველ პირებს სისხლის სამართლის საქმეებზე, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში შემოიფარგლება მხოლოდ კონსულტაციებით, დოკუმენტების შედგენაში დახმარებით. სამწუხაროდ, საბიუჯეტო სახსრების არასაკმარისობის გამო, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე უფასო საადვოკატო მომსახურების ამოქმედება რეგულარულად ექვემდებარებოდა გადადებას – დღევანდელი მდგომარეობით უნდა ამოქმედდეს 2015 წლის იანვრიდან, არადა ამგვარ საქმეებზე საადვოკატო მომსახურებით სარგებლობა გაჭირვებული ოჯახებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა – შეჯიბრებითობის პირობებში, ხშირ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იმ მხარის სასარგებლოდ, რომელიც უფრო კვალიფიციურად წარადგენს თავის პოზოციას – ანუ ჰყავს ადვოკატი.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2015 წლიდან უფასო ადვოკატით სარგებლობა სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა კატეგორიის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე.

რეფორმატორთა კლუბს მიგვაჩნია, რომ თუ კანონმდებელი იურიდიული დახმარების მისაღებად გარდა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობისა, დაადგენს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის შინაარსსაც, როგორც კრიტერიუმს, შესაძლებელი იქნება ამ ნოვაციის ამოქმედება 2015 წლამდეც, არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით.

როგორი ტიპის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე უნდა იყოს შესაძლებელი სოციალურად დაუცველთათვის უფასო საადვოკატო მომსახურებით სარგებლობა?

ბიუჯეტის ხარჯზე მოქმედი იურიდიული დახმარების სისტემა არის სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ერთ–ერთი კომპონენტი – სხვა სოციალურ სერვისებთან ერთად იგი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც არ აქვთ საშუალება თვითონ გადაიხადონ თანხა სამართლებრივი დახმარების მისაღებად. შესაბამისად, საქმეთა კრიტერიუმადაც შერჩეული უნდა იქნას მათი სოციალური შინაარსი, რომლის მოსალოდნელი შედეგებიც პირდაპირ თუ ირიბ ზეგავლენას იქონიებს გაჭირვებული ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაზე, გათვალისწინებული იქნება არასრულწლოვანთა ინტერესები, ადამიანის უფლებები სახელმწიფოსთან ურთიერთობის დროს.

ამგვარი საქმეების ზუსტი განსაზღვრისათვის აუცილებელია კვლევის ჩატარება და იურიდიული დახმარების სამსახურის გამოცდილების გათვალისწინება. თუმცა, ჩვენი მოსაზრებით, არსებული პრაქტიკისა და საჭიროებების შესაბამისად, უფასო საადვოკატო მომსახურება უნდა გავრცელდეს ისეთი სოციალური შინაარსის საქმეებზე მაინც, როგორიცაა:

– შრომითი დავები;
– ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული ანაზღაურების უფლება;
– ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას კერძო საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავები;
– არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავები;
– დავები სამოქალაქო აქტებში ჩანაწერის სისწორესთან დაკავშირებით;
– იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;
– საოჯახო დავები, რომელიც დაკავშირებულია რჩენის მოვალეობასთან;
– განქორწინების საქმეები არასრუწლოვანი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, საალიმენტო ვალდებულებები;
– არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობისას;
– სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დავები.


რეფორმატორთა კლუბს მიგვაჩნია, რომ ამ კატეგორიის საქმეებზე უფასო საადვოკატო მომსახურების უზრუნველყოფით სახელმწიფო მიიღებს დადებით შედეგებს:

– ადამიანის სოციალურ–ეკონომიკური უფლებების დაცვის უფრო მეტი გარანტიები;

– გარკვეულწილად არასრულწლოვანთა ინტერესების სტანდარტის ამაღლება;

– სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის სრულყოფის შესაძლებლობა მიღებული გამოცდილების შესაბამისად;

– საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა სახელმწიფოს მიმართ;

– იურიდიული დახმარების სისტემის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან.




ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42