სკანდალური აუდიოჩანაწერის ფიგურანტი, ირაკლი ჩუბინიშვილი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფისა" და "თბილისი თამბაქოს" გაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა
პოლიტიკა - 19:55, 17 Sep, 2018     1866
ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი კომპანიის „ომეგა ჯგუფის“ წილების გაყოფისა და თამბაქოს ბიზნესის განკარგვის შესახებ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს „თბილსის თამბაქოს“ ერთ-ერთი აქციონერი ეხმაურება.


ირაკლი ჩუბინიშვილმა ოფიციალური განცხადება „რუსთავი2“-ს მიაწოდა. მან "კურიერის" მიერ მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერს, სადაც თამბაქოს ბიზნესის გადანაწილებაზეა საუბარი, "აუდიომონტაჟი" უწოდა. განცხადებაში ჩუბინიშვილი ადასტურებს, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და „თბილისის თამბაქოს“ გაერთიანებაზე საუბარი მართლაც იყო, თუმცა ამ მოლაპარაკებებში ორი ბიზნესმენის გარდა არცერთი მაღალი თანამდებობის პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა ჩართული.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს გავრცელებულ აუდიომონტაჟთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა შემდეგი: ყველას მოეხსენება რომ, 2016-17 წლებში სიგარეტის იმპორტიორების მიერ გაღებულმა დემპინგ კამპანიამ ქართველი თამბაქოს მწარმოებლები გაკოტრების პირას მიიყვანა. შესაბამისად, ორივე წარმოების საქმიანობის (ომეგა და თბილისის თამბაქო) “ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელობის ქვეშ გაერთიანებაზე არაერთი საუბარი გვქონდა, განვიხილავდით საერთო სტრუქტურას და ბიზნეს მოდელებს.

ამ საუბრებში მონაწილეობდნენ მხოლოდ ორი ბიზნესის წარმომადგენლები და მიზანი მხოლოდ ქართული წარმოების გადარჩენა იყო. ახალ გაერთიანებას თავად ზაზა ოქუაშვილი უნდა ჩადგომოდა სათავეში. ამ საკითხით მანიპულირება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით თამაში პოლიტიკური დივიდენდების მიღების ან ვიღაცის მსხვერპლად წარმოჩენის მიზნით სასაცილო და არასერიოზულია. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ “ომეგა ჯგუფი" მუდმივად გვთავაზობს სხადასხვა ბიზნეს ინიციატივებს. სულ უკანასკნელად ამა წლის 14 სექტემბერს მივიღეთ მსგავსი შეთავაზება. ახლა უკვე ძნელი სათქმელია, მათ საქმის ინტერესი, თუ მდაბიო პროვოკაციების მოწყობის სურვილი ამოძრავებთ,“- ნათქვამია ჩუბინიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე სკანდალურ გარიგებებზე „რუსთავი2“-მა კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა.

სატელეფონო საუბარი სამ პირს შორის მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ესაუბრება, ასევე საუბრის მონაწილე პირია ბიზნესმენი და ვანო ჩხარტიშვილთან ერთად „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი.

საუბრის მთავარი თემა თამბაქოს ფასების დარეგულირება, ბაზრის კონტროლი და "ომეგა ჯგუფის" წილების გაყოფაა. საუბარში პირველად სახელდება ბიძინა ივანიშვილი.


წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42