"ჩემი დანაშაულია, რომ ეს მოღალატეები და დამნაშავეები მოვუშვი ხელისუფლებაში... 28 ოქტომბერს ამას გამოვასწორებთ"- სააკაშვილი
პოლიტიკა - 17:53, 17 Sep, 2018     4638
სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სადაც მან რუსეთი აგრესორად მოიხსენია თუმცა აგვისტოს ომში დამნაშავედ ისევ საქართველოს ხელისუფლება გამოაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.


„ქვეყნის ახალგამოცხადებულმა მთავარმა ბარიგამ შეუცვალა ტექსტი სალომე ზურაბიშვილს, ამ კანაფის დედოფალს და მოღალატეს. მისი საცოდაობით დავიწვი, რომ კითხულობდა იმას, რაც არ დაუწერია და აზრზე არ არის. თითქოს შეცვალა ნარატივი, მაგრამ არაფერი შეუცვლია, თქვა რომ აგრესორი არის რუსეთი, მაგრამ დამნაშავე მაინც არის სააკაშვილი. დამნაშავე რომ ვარ მე ეს იყო მთავარი მოტივაცია რუსეთის შემოჭრის, ხალხის დახოცვის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ აღიარების. თუ სალომე ზურაბიშვილს მართლა უნდა რამე მოინანიოს, პირველი უნდა უარყოს საკუთარი განცხადება, იმის შესახებ რომ წითელუბანი დაბობმა საქართველოს ავიაციამ და არა რუსეთმა და ბოდიში მოუხადოს ქართულ ჯარს. მეორე- უნდა გაიხმოს თავისი მასალები ჰააგიდან, სადაც ის ადანაშაულებს ქართველ სამხედროებს, მესამე- უნდა თქვას უარი რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ თურმე ჩვენ დავბომბეთ საკუთარი ხალხი და ამიტომ უფლება არ გვაქვს ვისაუბროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. როდესაც ისინი საუბრობენ ჩემს დანაშაულზე, ჩემი ერთადერთი "დანაშაული“ არის ის, რომ რუსეთს არ გავუწექი, საქართველო დავიცავი და მართლა დანაშაულია, რომ ეს მოღალატეები და დამნაშავეები მოვუშვი ხელისუფლებაში. მაგრამ არა უშავს 28 ოქტომბერს ამას გამოვასწორებთ.

თუ ზურაბიშვილს გულში მართლაც უყვარს თავისი ქვეყანა, იმ ზიანის გათვალისწინებით, რაც მან მიაყენა საქართველოს, თუნდაც საერთაშორისო არენაზე, მან დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა და არ შეუშალოს ქართველ ხალხს ხელი გია ვაშაძის არჩევაში.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42