„ოცნება“ ატყუებს საზოგადოებას, რომ თითქოს ვიპოვეთ ოქროს საბადო და ამით საქართველო აშენდება“ - გოცირიძე მარიხუანას კულტივაციაზე
პოლიტიკა - 16:23, 17 Sep, 2018     967

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე აკრიტიკებს.

"ხელისუფლება ატყუებს საზოგადოებას, რომ თითქოს ვიპოვეთ ოქროს საბადო და ამით საქართველო აშენდება. ხელისუფლება ცდილობს უაღრესად საშიში იდეის გატანას... ეს საკითხი არასდროს განხილულა და ვიღაცას ეგონა ამ კანონპროექტს გაათრევდა ძალიან უმტკივნეულოდ. უძლიერესი პროტესტი მიიღო ხელისუფლებამ საზოგადოებისგან, უკან დაიხიეს, მაგრამ სწრაფი ფულის შოვნით დახარბებული ადამიანები ამაზე ხელის აღებას არ აპირებენ. საარჩევნო პერიოდში, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატის გამოსვლები ქცეულია კურიოზებად და სოციალური ქსელის მთავარი განხილვის საგნად, ჩათვალეს, რომ ეს თემა ახლა გვერდზე უნდა გადადონ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში კანაფის პლანტაციები შეიქმნას და საკანონმდებლო ბაზა არ იყოს მომზადებული.

კანონპროექტი შემოვიდა ახლა, სადაც არის საუბარი, რომ მარიხუანას მოწევა ნებადართულია მხოლოდ საკუთარ ოთახში. მხოლოდ საკუთარ სახლში და ოთახში უნდა მისცე ეკონომიკასა და ფინანსებზე საუბრის უფლება ფინანსთა მინისტრს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ თურმე კანაფის ექსპორტით საქართველო 2-3 წელიწადში მიიღებს მილიარდ ლარს. ეს არის სისულელე. სამედიცინო და პარფიუმერული კუთხით კანაფის მოხმარება მსოფლიოს მასშტაბით არის უკიდურესად შეზღუდული. ერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს რამდენიმე მილიონი, მაგრამ საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს. ატყუებენ საზოგადოებას, რომ თითქოს ვიპოვეთ ოქროს საბადო და ამით საქართველო აშენდება. ხელისუფლება ცდილობს უაღრესად საშიში იდეის გატანას“, - განაცხადა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42