რიგით მეოთხე ხმაურიან ჩანაწერში , ივანიშვილის გვარი პირველად გამოჩნდა.
"კურიერს" ხელში ჩაუვარდა მორიგი სკანდალური ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება გააკონტროლოს სიგარეტის ბიზნესი და გადაინაწილოს "ომეგა ჯგუფის" წილები, რომელიც ტელეკომპანია "იბერიას" მთავარი დამფინანსებელია.
ახალ აუდიო ჩანაწერში ნათლად ისმის სახელი "ბიძინა", ასევე "უფროსი". სანდრო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ საუბრის მთავარი ფიგურანტები სწორედ ბიძინა ივანიშვილზე საუბრობენ.
სანდრო წყაროს ინფორმაციითვე, აუდიოჩანაწერის მონაწილეები „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ასევე, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერები - ვანო ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი არიან.
აუდიოჩანაწერში ფიგურანტები საუბრობენ, თუ როგორ უნდა შეიქმნას ახალი სადისტრიბუციო კომპანია, რომელსაც პირობითად „ომეგა“ ერქმევა და სწორედ ეს სადისტრიბუციო კომპანია იზრუნებს იმაზე, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ასევე, თბილისის თამბაქოს მიერ წარმოებული სიგარეტის რეალიზაცია მოხდეს. შემოსული თანხა, როგორც ეს სქემიდან ირკვევა, რომელიც „კურიერს“ ფოტომასალის სახით მიაწოდეს, უნდა გადანაწილდეს სამი მიმართულებით.
შემოსული თანხის 50% უნდა წავიდეს ფონდში. საუბრის მონაწილეები პირობითად პარტიას ახსენებ და სავარაუდოდ, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩანაწერის მიხედვით 25% უნდა წავიდეს „ომეგა ჯგუფზე“, ხოლო დარჩენილი 25% დარჩება თბილისის თამბაქოს.
ჩანაწერის ფიგურანტები საუბარში ახსენებ ყოფილ ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს, ასევე უჩა მამაცაშვილს, რომელსაც ურთიერთობების დალაგების მთავარ „ვერტიკალად“ მოიხსენიებენ.
ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი კომპანიის „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე სკანდალურ გარიგებებზე „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებულ კიდევ ერთ სკანდალურ აუდიოჩანაწერში საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც თანხების განკარგვა მოხდება. ჩანაწერის მიხედვით ამ სქემის განხორციელებაში და გარიგების მოგვარების მთავარ ვერტიკალად აუდიოჩანაწერში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი სახელდება. ხოლო ჩანაწერის მეორე ნაწილში ნახსენებია ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
საუბრის მონაწილე მხარეების ამბობენ, რომ ბაზარზე თამბაქოს ფასს სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილი დაარეგულირებს. ასევე ნახსენებია ოთარ ფარცხალაძეზე. ყოფილი ჩინოვნიკები მათ შორის უჩა მამაცაშვილი სწორედ ის პირები არიან, რომლებიც საუბრის მიხედვით, ცდილობდნენ ომეგა ჯგუფის წილების გადანაწილებას და სიგარეტის ბიზნესის კონტროლს.
სკანდალური ჩანაწერი იხილეთ რუსთავი 2 - ზე
სკანდალური ჩანაწერის მეორე ეპიზოდი, სადაც ივანიშვილის სახელი ისმის.
მასალის გამოყენების პირობები






