შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი ეწყობა
პოლიტიკა - 15:44, 17 Sep, 2018     744

მთაწმინდის რაიონში, შინდისში, სამკილომეტრიანი წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაიწყო.

სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო.

ქსელის მოწყობას, რომელსაც შპს „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებს, მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარია გამოყოფილი.

„შინდისში სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აქ დაახლოებით, 150 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც არასდროს ჰქონიათ იმის შესაძლებლობა, რომ სასმელი წყალი მიწოდებოდათ. ამიტომ, ეს პროექტი აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები - ცენტრალური მაგისტრალი, დაქსელვა, დაერთება დეკემბერში დასრულდება, რათა ადგილობრივი მოსახლეობა წყლით უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მშენებლობისთვის შესაბამისი პროექტი მოამზადა და მთაწმინდის გამგეობას საჩუქრად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) გადასცა, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს, თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიასთან ერთად, ზედამხედველობას გაუწევს.

შინდისის წყლით უზრუნველყოფის საკითხზე მუშაობა ქალაქის მთავრობამ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიწისქვეშა კომუნიკაცია დასახლებაში ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც მოსახლეობა იძულებულები იყო წყალი გადამზიდი ავზებიდან გაცილებით ძვირად შეეძინა.

წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა შინდისში წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი წყალმომარაგებით 100-ზე მეტ ოჯახს უზრუნველყოფს.

სამუშაოებს მერთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, ასევე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები - ბექა ოდიშარია და ირაკლი აბუსერიძე გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42