"ჩვენი დაფრანგული ქალბატონი თავის დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას " - მეუფე პეტრე სალომე ზურაბიშვილზე
პოლიტიკა - 15:24, 17 Sep, 2018     7911
მეუფე პეტრე "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს აკრიტიკებს.
სასულიერო პირმა ამომრჩეველს პირდაპირ მოუწოდა, ხმა არ მისცენ მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს. მეუფე პეტრემ "დაფრანგული ქალბატონი" უწოდა.

"დარწმუნებული ვარ ღმერთი არ დაუშვებს ღმერთი გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი... ძალიან საინტერესო სიტყვაა ქართულ ლექსიკონში - "დაფრანგული" და იცით, საიდან იღებს სათავეს? მაშინ, როდესაც მე-18-19 საუკუნეში ჩამოვიდნენ ფრანგი მისიონერები, რომელიც კათოლიკურ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, ატყუებდნენ ქართულ მოსახლეობას, რომ თითქოს ფილოსოფიას ასწავლიდნენ მათ. ქართველმა ხალხმა დასავლეთში, გურიაში, სამეგრელოში, ფრანგული, "დაფრანგული" უწოდა ანუ გაუკუღმართებული , წამხდარი, მათ აზროვნებას.

დღემდე ეს სიტყვაა და ჩვენი დაფრანგული ქალბატონი თავის დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ ღმერთი არ დაუშვებს ღმერთი გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი. გვესმის შეფასება, რომ განგრენა ყოფილა თურმე აფხაზეთი და ცხინვალში არსებული პრობლემა.

ეს არის ბოროტება, სიძულვილი და მტრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის. მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი და კიდევ სხვა ღვთითკურთხეული ქართული მიწები. ეს არის მხოლოდ ღია ჭრილობა, მოუშუშებელი ჭრილობა ქართველი ერისათვის, რომელიც აუცილებლად გამოჯანმრთელდება და განგრენა საქართველოსთვის არის ე..წ მე-5 კოლონის არსებობა საქართველოში. განგრენა არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული შეგნება და აზროვნება საქართველოში, განგრენა არის მტრობა, კერპთაყვანისმცემლობა, ფულის გაკერპება თანამდებობისა და პატივის გაკერპება რომლისგანაც რა თქმა უნდა უნდა განთავისუფლდეს ქართველი ერი“- ამბობს მეუფე პეტრე ქადაგებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42