ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საქართველოს ხელისუფლებას მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გამო აკრიტიკებს. მეუფე პეტრემ აღნიშნულ საკითხს „ბარიგობა“ უწოდა და აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, „ართველი ერი არ დაუშვებს ამას“:
„თთქოს ხელისუფლება თუ სახელმწიფო გვთავაზობს, საქართველოში იქნეს წარმოებული ნარკოტიკული საშუალებები და ამით საქართველომ მოიპოვოს რაღაც მატერიალური კეთილდღეობა, ბოროტებაა მსგავსი შემოთავაზება, ბოროტებაა იმის თქმა, რომ თურმე ბარიგობა არ არის ცოდვა და ცოდვით ნაშსოვნი ფული შეიძლება ქვეყნის კეთილდღეობას მოხმარდეს, არ გვჭირდება ცოდვილი და სისხლიანი ფული არავითარ შემთხვევაში ქართველ ერს და ბარიგობა, არ მომერიდება ამ სიტყვის, ტერმინის, ხმარება, ჩემს ბავშვობაში ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვა იყო. როგორ შეიძლება ამაზე ფიქრი, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც სხვისი უბედურების ხარჯზე მდიდრდება როგორ შეიძლება რომელიმე ქართულმა ოჯახმა წარმოიდგინოს, რომ მას შეიძლება მატერიალური კეთილდღეობა მოაკლდეს, მაგრამ ის სხვისი სიკვდილის ხარჯზე გამდიდრდეს და მიწიერი კეთილდღეობა მოიპოვოს. ფაქტიურად მსგავსი შემოთავაზება თუ მსგავსი პროექტი იმას ნიშნავს, რომ თითქოს წამლის გაყიდვა არ ყოფილა ცოდვა და დანაშაული სახელმწიფოებრივად
რა თქმა უნდა, ის ცოდვაა უმძიმესი და დანაშაულია ადამიანურად და რა თქმა უნდა, დანაშაულია სახელმწიფოებრივად.
დარწმუნებული ვართ რომ ქართველი ერი არ დაუშვებს ამას, ქართველი ერი უნდა გათავისუფლდეს მსგავსი მზაკვრობისაგან, მსგავსი ბოროტებისგან, მსგავსი არასახელმწიფოებრივი და არაეროვნული აზროვნებისაგან“-ამბობს მეუფე პეტრე ქადაგებისას.
მასალის გამოყენების პირობები






