"ვინ არის მოღალატე, ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას და ცხინვალის რეგიონი და კონფლიქტური ზონა ვინ გააფართოვა?" - ზურაბიშვილი ოპონენტებს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 13:34, 17 Sep, 2018     4765
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო პროგმის პრეზინტაცია ოპონენტების კრიტიკას დაუთმო.

ზურაბიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის შეფასებები, რომლის მიხედვითაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატის განმარტებები „მოღალატეობრივია“.

„თუ ვინ არის მოღალატე, ეს სიტყვა არ მიყვარს და არ ვხმარობ და კიდევ მერიდება, რომ ვიხმარო იმათ მიმართ, მაგრამ ვიკითხოთ, ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას და ცხინვალის რეგიონი და კონფლიქტური ზონა ვინ გააფართოვა, სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა?... ვინ დატოვა კოდორში მთელი ჩვენი იმდროინდელი შეიარაღება, ძვირადღირებული და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები? ამ კითხვებზე როცა გავცემთ ერთად პასუხს და ეს უთუოდ იქნება გასაცემი. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, მე ვიქნები პრეზიდენტი თუ ვინ იქნება, მაგრამ მე ვიქნები, არის დამოკიდებული სხვა რამეზე, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, ჩვენს წარსულზე, ჩვენს დანაშაულებზე, ჩვენი ხელისუფლების, რაც არის ჩვენი, სამწუხაროდ, ასე არის. ვიცოდეთ რეალობა იმიტომ, რომ ჩვენ წინ გვაქვს მომავალი, ჩვენ ამ მომავალში უნდა არა მხოლოდ საქმე ვაკეთოთ, არა მხოლოდ ეს ქვეყანა გავაძლიეროთ, არამედ უნდა გავამთლიანოთ და რომ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა, უნდა ჩვენს ძმებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებში, რომ კიდევ არ დამაბრალოთ კიდევ რამე, ყველა ჩვენს ძმებს უნდა მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომ იმათ არ სჭირდებათ რუსეთის დაცვა ჩვენს მიმართ, რომ ისინი არიან ჩვენი მომავალი...

ბოლოს, ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით, საერთაშორისო სასამართლოების დავების წარმართვის დროს, შეიძლება ჩემი ართქმული, კიდევ ერთხელ, ციტატები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ არ თვლის, რომ იმდროინდელი განაცხადები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ა.შ. იმათმა ნათქვამმა იმ დღეებში, არ შეიძლება, რომ ავნოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში და რატომ ამაზე არა ვფიქრობთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42