სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე თავის მართლებას ცდილობს - „ვამბობ, რომ ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული“
პოლიტიკა - 12:50, 17 Sep, 2018     3113
საზოგადოების მკაცრი პროტესტისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ომზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებას საგანგებოდ, წინასწარ დაწერილი ტექსტით გამოეხმაურა.

მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მოწონებული კანდიდატი დღეს ამბობს, რომ ოპონენტები შავ პიარს უგორებენ და მისი განცხადებების ინტერპრეტაციას ეწევიან.

სალომე ზურაბიშვილმა არ დამალა, რომ მას პრეზიდენტობა უნდა და იმ კომპორომისზეც წავიდა, რიად ეთქვა: „რუსეთი აგრესორია და ის შემოიჭრა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე“.

პრეზიდენტობის კანდიდატის რიტორიკა არ შეცვლილა წინა ხელისუფლების მისამსრთით. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „წამოეგო რუსეთის პროვოკაციას“.„საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყოო, ცხადია, რუსეთმა და რატომო? რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით, საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არ შეჭრილა, არასდროს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, ერთი და ერთი ორი არის, რომ ამაზე ვინ შეიძლება დაობდეს და ეს არასდროს არ ყოფილა ჩემი სათქმელი და ამაზე არ ვმსჯელობდი მე, არც მე და არცერთი ქართველი ამას არ დაუშვებს, რომ თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო და ვისი ინტერესია, მე ამას შეგეკითხებით, რომ ამ საკითხზე შეიქმნას სრული წარმოდგენა ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ, რაც კიდევ უარესია, რომ თურმე საქართველოში ამ საკითხის მიმართ დაყოფილი არის აზრი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

„მე, როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე, არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი. სიტყვებს აქვს რაღაც თავისი მნიშვნელობა, როგორც ჩანს, ცოტა ძნელი გასაგები, ვამბობ, რომ იმ დროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუცველი ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის კარგად ნაფიქრ ტექსტში სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ გაუსხა ვაზი, რომ „რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია“.

ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ ამის შესახებ მას განცხადება არაერთხელ გაუკეთებია.

„რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, ეს შემიძლია უსასრულოდ გავიმეორო, მეტადრე ჩემი ქართულით ვლაპარაკობ, ამას ვიძახი დაბადებიდან... ასევე აგრესორი და ოკუპანტია 2008 წლიდან და წელს, როცა კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც მე შეიძლება ყველაზე კარგად ვიცი, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენობას და დამოუკიდებლობას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ გამორჩენია, წინა ხელისუფლების კრიტიკა:

„ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად მხოლოდ სამი დღის შემდეგ გამოაცხადა, რაც არასწორი იყო, თუმცა ამის შესახებ კითხვები არ ისმევა. ბოლოს, ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით, საერთაშორისო სასამართლოების დავების წარმართვის დროს, შეიძლება ჩემი ართქმული, კიდევ ერთხელ, ციტატები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ არ თვლის, რომ იმდროინდელი განაცხადები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ა.შ. იმათმა ნათქვამმა იმ დღეებში, არ შეიძლება, რომ ავნოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში და რატომ ამაზე არა ვფიქრობთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო შტაბი გახსნის პარალელურად შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილზე მივიდნენ საქართველოს მოქალაქეები პლაკატებით: „სალომე სამარცხვინო ხარ". შეკრებილები სკანდირებდნენ - „მოღალატე"! „აფხაზეთი საქართველოა“!.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42