მარიხუანას ლეგალიზება, კულტივაცია, ექსპორტზე გატანა და მთავრობის ახალი ინიციატივა - საკითხს ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ქადაგებისას გამოეხმაურა.
მეუფე იაკობის განცხადებით, თუ ხელისუფებამ მსგავსი კანონპროექტი დაამტკიცა, ეკლესია ხალხის გვერდით იდგება და ადგილი ექნება მასშტაბურ პროტესტს:
“ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება, ეს სირცხვილია ჩვენი ერისთვის. 2012-ში მე ვერ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა ასე საუბარი, ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ, მაგრამ 2016-დან ვერ ვცნობ, ვინც არიან, კეთილი, ინებონ და გამოფხიზლდნენ, სხვებიც ყოფილან, შევარდნაძე უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილიც უფრო ძლიერად იყო, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა...ქართველი ერი სხვანაირია, შეითქმება ხოლმე და ბახტრიონშიც იმარჯვებს, როცა მანამდე თითქმის დამონებული ვყავდით და აბსოლუტურად ყველგან იმარჯვებს. რუსული ოკუპაცია მოვიშოროთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ, მსოფლიოს თანამეგობრობაში ისეთი ადგილი დავიკავოთ, რაც ჩვენს ერს კულტურის და ისტორიის მიხედვით ეკუთვნის, სირცხვილი არ არის, დასავლეთზე ვლაპარაკობთ, ამერიკაზე, თუნდაც ესენი რუსეთისკენ იყურებოდნენ, ვის რათ უნდა ნარკობარონები.
შინაგან საქმეთა მინისტრს ვიცნობ, ჭკვიანი კაცია და მინდა მივმართო, ის არის პოლიციის სახე, ქვეყანას სჭირდება ძლიერი პოლიცია, დღევანდლამდე ქართველი სამართალდამცავები რასაც ებრძოდნენ იგივე რომ გააკეთონ, რა ავტორიტეტი ექნებათ, დღეს ჩვენ უფრო მოგვისმენს ხალხი თუ ჩვენს მთავრობას? გადახედონ და რამდენი გაყვება მათ და რამდენს ექნება ჩვენი იმედი, რომ არ მივატოვებთ? მე კიდევ მჯერა, რომ ეს არა მარტო შეცდომაა და მოღალატეებიც დაერქმევათ, რაც არ უნდა ინოვაციებზე გველაპარაკოს ფინანსთა მინისტრი.
თუ მაინც თავისი არ დაიშალეს, ჩვენ გვრჩება პარლამენტი, არის 150 კაცი, ავირჩიეთ, მაგრამ მჯერა, რომ მათში საქართველოს მოწინააღმდგეს იმდენს ვერ იპივიან, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიიღონ გადაწყვეტუილება, ნუ დაუპირისპირდებით ერს, ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დავჭირდებით ერს ვიქნებით იქ, ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, შეგვიძლია ისე წყნარად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არც იცოდნენ რას ვაკეთებთ, მაგრამ არცერთი ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან, ჩვენ დავდგებით იქ, სადაც გვთხოვს ჩვენი ერი, ბევრი მოდის და გვეუბნება, ოჯახიდან ყველა გამოვალთო, თუ უგუნურება გააგრძელეს, ათასობით კაცი გამოვა და მერე უკვე ძალის წინაშე, უნდათ - არ უნდათ, დაიხევენ უკან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
მასალის გამოყენების პირობები






