პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მიულოცა
პოლიტიკა - 12:16, 17 Sep, 2018     1060

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 51-ე სკოლის შემდეგ, ახალი სასწავლო წელი გლდანში მე-200 საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც მიულოცა, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები სწავლობენ.

საქართველოს პრეზიდენტმა საჯარო სკოლისა და პანსიონის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ბავშვებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა.

როგორც სკოლის დირექტორმა მარინა უჯმაჯურიძემ განაცხადა, სწორედ გიორგი მარგველაშვილის დამსახურებაა ის, რომ ამ სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს ასევე პანსიონი და განხორციელდა ეს მეგა პროექტი.

"გიორგი მარგველაშვილი ჩვენი საპატიო სტუმარია, თუმცა ჩვენთან დღეს პირველად არ მოსულა. როცა ის იყო განათლების მინისტრი ამ ბავშვების ნახვის შემდეგ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ მოეწყო სრული რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართი ამ ბავშვებისთვის და ძალიან დიდი მეგა პროექტი განხორციელდა: პანსიონის შენობა და კვების ბლოკი მთლიანად გარემონტდა თავის სველი წერტილებით და ამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოს მოწყობა მოხდა. ამიტომ დღეს ძალიან გაგვიხარდა, რომ მოვიდა პრეზიდენტი ჩვენთან. ფაქტიურად გამოგვივიდა, რომ მას ანგარიშიც ჩავაბარეთ მისი გაწეული შრომის შედეგად ჩვენ რა დავახვედრეთ ამ ბავშვებს ამ ახალ სასწავლო წელს და წინა წლებშიც, როცა ეს შენობა გარემონტდა.

მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამ ბავშვებისთვის ნებისმიერი ადამიანის მოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა სკოლას საქართველოს პირველი პირი სტუმრობს მეტად სასიხარულოა და აქ მშობლებმაც მიიღეს დღეს მონაწილეობა და მშობლებმაც გაითავისეს ის დიდი სიხარული, რაც დღეს ჩვენ ბავშვებს ვაჩვენეთ", - აღნიშნა მარინა უჯმაჯურიძემ.

პრეზიდენტმა მე-200 სკოლა ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად მოინახულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42