„ლავროვმა კონდოლიზა რაისს პირდაპირ უთხრა, რომ ისინი საქართველოში მთავრობის ჩამოგდებას აპირებდნენნ“ - ამერიკელი დიპლომატი აგვისტოს ომის დეტალებს იხსენებს
პოლიტიკა - 11:11, 17 Sep, 2018     1148

ამერიკელი დიპლომატი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრობს. ტეფტის თქმით, ურთიერთობის ნორმალიზებაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი, რაც რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარებს გაიყვანს.

„ნორმალიზებაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი, როცა რუსეთი ჯარებს გაიყვანს ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. ამ რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადება სისულელე იყო. ვფიქრობ, ურთიერთობის ნორმალიზებისათვის რუსეთის მთავრობამ უკან უნდა გადადგას ნაბიჯი და სტატუს კვოს დაუბრუნდეს.’

გულწრფელად გეტყვით, ამ ყველაფერზე წიგნის დაწერას ვაპირებ და არ მინდა დეტალებზე ნაადრევად ლაპარაკი. მხოლოდ ერთს ვიტყვი - ჩემთვის ნათელი იყო, რომ რუსები რაღაცას ამზადებდნენ: მთელი ეს საჯარისო ნაწილები, რკინიგზის ინციდენტი და მსგავსი პროვოკაციები კარგს არაფერს მოასწავებდა. მაშინ, ისევე როგორც დღეს, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ შემდგომ განვითარებული კონფლიქტის ფესვები სწორედ ამ გამუდმებული ზეწოლის პერიოდში უნდა ვეძებოთ. განსაკუთრებით, თუ იმ პერიოდს დღევანდელი გადმოსახედიდან შეხედავთ, როდესაც უკვე ვიცით, რას სჩადის რუსეთი უკრაინაში, ცხადია, ეს იყო განუყოფელი ნაწილი იმ ზოგადი სქემისა, რაც რუსეთს ჰქონდა: აღედგინა საკუთარი კონტროლი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსები ახლო აღმოსავლეთს უწოდებენ.

ჩვენ ვიცოდით, რომ ტემპერატურა დუღილის წერტილს აღწევდა. გაუკვირდათ თუ არა ეს ვაშინგტონსა თუ ევროპაში, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ომი მოხდა მაშინ, როდესაც მისთვის ნაკლებად ეცალათ: ბუშის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ერაყსა და ავღანეთზე იყო კონცენტრირებული, მიმდინარეობდა ოლიმპიადაც და ყველას ყურადღება ამისკენ იყო მიპყრობილი. მაგრამ ჩვენთან, საელჩოში, ეს ნამდვილად არ იყო მოვლენათა მოულოდნელი განვითარება და ჩვენ სრულ ინფორმაციას ვაწვდიდით ვაშინგტონს რუსეთის ქმედებებზე აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში.

ვიცი, რომ არის ხალხი, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილს აკრიტიკებს ცხინვალში საჯარისო ნაწილების გაგზავნის გამო, აცხადებენ, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. მეორე მხრივ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ახლახან "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში გაიხსენა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან, სადაც ამ უკანასკნელმა, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდის ოფიციალური ხაზი ამტკიცებდა, რუსეთი მხოლოდ მშვიდობის აღსადგენად, საბრალო ოსების დასაცავად მოქმედებსო, რაისს პირდაპირ უთხრა, რომ ისინი მთავრობის ჩამოგდებას აპირებდნენ. ვფიქრობ, ლავროვის აღიარებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ რუსეთი სწორედ ამას გეგმავდა. არასოდეს გამჩენია კითხვა, ვინ მოახდინა ომის პროვოცირება და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემს სიმართლეში“, - განაცხადა ტეფტმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42