პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს 51-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა
პოლიტიკა - 10:21, 17 Sep, 2018     922
საქართველოს პრეზიდენტი 51-ე საჯარო სკოლას ეწვია, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიმართა და აღნიშნა, რომ სასკოლო ცხოვრება საინტერესო წლებია, იმ ტრაგედიამ, კი რომელიც ამ სკოლაში განიცადეს, უფრო კეთილები უნდა გაგვხადოს და გაგვზარდოს, რადგან ტკივილი და ტრაგედია გამოცდილებაა ადამიანისთვის.

"გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა, რომ ბევრი სიკეთის იმედი და ძალიან დიდი სიყვარული გამოვხატო. მინდა პირველკლასელებს მივულოცო და ვუთხრა, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი კლასელები უნდა გაიცნოთ, მასწავლებლები, მეგობრები შეიძინოთ, რომლებიც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნებიან. მშობლებს მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ, რომ ბედნიერად და ხალისით განვლოს ამ ერთმა წელმა.

ისინი, ვინც ამთავრებენ წელს სკოლას, თქვენთან ერთად მინდა ვიყო და გითხრათ იმ ტკივილზე, რომლიც თქვენ განიცადეთ.

ასეთმა ტკივილმა და ამ ტრაგედიამ ალბათ, ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს და გაგვზარდოს, რადგან ტკივილი და ტრაგედია გამოცდილებაა ადამიანისთვის და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ტკივილი გადავიტანოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულში, ერთმანეთის მიმართ უფრო მეტ თანადგომაში, ვფიქრობ, უკეთეს მომავალს მივცემთ ჩვენს შვილებს. ძალიან მიყვარხართ და თქვენთან ერთად ვარ დღეს თქვენს სირთულეშიც და თქვენს სიხარულშიც.

მინდა, პატარების საქართველო დავლოცო, მომავალი, რომელიც კიდევ უფრო ბედნიერი იქნება. პედაგოგებს კი, დიდ გამძლეობას და სიმტკიცეს ვუსურვებ და სიყვარულით აი მთელი პრობლემების დაძლევას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42