დედაქალაქის მერმა ქეთი მელუას „საპატიო თბილისელის“ წოდება მიანიჭა
პოლიტიკა - 10:19, 17 Sep, 2018     1165

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს, ქეთი მელუას „საპატიო თბილისელის“ სიგელი და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა.

ქეთი მელუა მსმენელის წინაშე, დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, წარდგა. კონცერტი ევროპის მოედანზე გაიმართა და მასზე დასწრება თავისუფალი იყო. მსოფლიო მასშტაბის პოპ-ვარსკვლავმა თავის ბრიტანულ ბენდთან ერთად, ძველი და ახალი ჰიტები შეასრულა.

კონცერტის მიმდინარეობისას სცენაზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია ავიდნენ, რომლებმაც ქეთი მელუას დაბადების დღე მიულოცეს.

დედაქალაქის მერმა ბრიტანეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს საქართველოში სტუმრობისა და თბილისის მერიის პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა. მადლობა ყველას მობრძანებისთვის, ქეთის დაფასებისთვის. მეამაყება რომ ასეთი თანამემამულე - მსოფლიო დონის ვარსკვლავი გვყავს. ვიცი, თუ რა შრომის ფასად შეიძლება, უცხო ქვეყანაში წარმატებას მიაღწიო. ქეთი, ყველას გვეამაყები და გვიხარია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ „საპატიო თბილისელის“ წოდება მოგანიჭოთ“, - მიმართა დედაქალაქის მერმა ქეთი მელუას.

კონცერტის ბოლოს, მომღერალს დაბადების დღე გორის ქალთა კამერულმა გუნდმა სიმღერით მიულოცა, რის შემდეგაც, საფინალოდ, მათ ერთობლივად იმღერეს.

როგორც ქეთი მელუამ აღნიშნა, „საპატიო თბილისელის“ წოდების მინიჭება მისთვის მოულოდნელი და სასიხარულოა.

„მადლობა ყველას მოსვლისთვის და ასევე, კონცერტის ორგანიზატორებს. მიხარია, რომ ჩემი ბენდიც ჩამოვიყვანე. დღევანდელი კონცერტით ძალიან კმაყოფილი ვარ და ემოციების ქვეშ ვარ. კონცერტის ჩასატარებლად, რამდენიმე თარიღი შემომთავაზეს. მე კი 16 სექტემბერი ავარჩიე, რადგან მინდოდა, ჩემს დაბადების დღეზე სწორედ აქ მემღერა“, - განაცხადა მომღერალმა.

ქეთი მელუა საქართველოში „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ფარგლებში იმყოფება.

ბრიტანეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი მუსიკოსი წლებია, ლონდონში ცხოვრობს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში, 2003 წლიდან, რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით იმართება. მსოფლიოში ქეთია მელუას 11 მილიონზე მეტი დისკია გაყიდული. ის კომპოზიციებს ჯაზისა და ბლუზის სტილში ასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42