"მედიასაშუალებებში დღემდე გასული აუდიოჩანაწერები გამოთხოვილია ტელევიზიებიდან, ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი კი, რომლებიც სავარაუდოდ, ჩანაწერში ფიგურირებენ, დაკითხვაზე არიან გამოძახებული;
ლევან ყიფიანი, რომელიც თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება დაკითხვაზე;
ასევე, თბილისში დაბრუნების შემდეგ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს ზაზა ოქუაშვილი"- განუცხადეს "ნიუპოსტს" პროკურატურაში.
"იბერიას“ საქმეზე რამდენიმე აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, ერთ-ერთ მათგანში ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ.
ჩანაწერში, სადაც კინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები ისმის.
ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს, როგორც მათ გულშემატკივარს. ასევე ყოფილ ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს.
აუდიოჩანაწერში ყიფიანი და ოქუაშვილი საუბრობენ სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“.
მასალის გამოყენების პირობები






