„საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის რეკომენდაცია, რომელიც უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ. მისი შეუსრულებლობა ნიშნავს, რომ მასზეა პასუხისმგებლობა, იმაზე, რომ ფაქტობრივად ისინი ხელს აფარებენ დამნაშავეებს. დასკვნაში გამოკვეთილია ახალი გარემოება, რაც გულისხმობს, რომ არსებობს ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე პირი, რომლის პასუხიმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. ასევე, არსებობენ თანამდებობის პირები, რომლებიც ხელს აფარებდნენ დამნაშავეს და ასევე აქ არის საუბარი იმაზე, რომ იყო საგამოძიებო პროცესის გაყალბება. ასევე, ამ დასკვნაში არის საუბარი პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და ყოფილი პროკურორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ვნახავთ ჩვენ, შესწევს თუ არა „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და ხელისუფლებას უნარი, რომ თვალი გაუსწორონ ამ რეალობას" - აღნიშნა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






