ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ქველმოქმედებაზე, გადაწყვიტა, დაიკავოს ნომერ პირველი ბარიგის სტატუსი - ოარუაშვილი ივანიშვილზე
პოლიტიკა - 21:15, 15 Sep, 2018     2674
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი კანაფის მოხმარების რეგულირების საკითხზე წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრობს და ამბიბვს, რომ ამ პროექტის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესი დგას.

"ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ქველმოქმედებაზე, ნომერ პირველ მოქალაქეობაზე, ნომერ პირველ მმართველზე, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ, გადაწყვიტა, დაიკავოს ქვეყნის ნომერ პირველი ბარიგის სტატუსი...

მე გავიზარდე უცნაური ფილოსოფიის მატარებელ უბანში - ნახალოვკაში, სადაც ცხოვრობდნენ კანონიერი ქურდებიც, ჩვეულებრივი ქურდებიც, პოლიციელები, პოლიციელებთან მოთანამშრომლეები, მასწავლებლებიც, ჩვეულებრივი ადამიანებიც, ყველას მიმართ არსებობდა გარკვეული დოზით პატივისცემა, მაგრამ იყო ერთი სოციალური სტატუსის მატარებელი ადამიანი - წამლის ბარიგა, რომლიც მიმართ არავის მხრიდან პატივისცემა არ ხდებოდა. ეს ადამიანი იყო ყველაზე დაბალი რანგის ადამიანი, რომელიც პლინტუსზე დაბლა იყო.

ეს მიდგომა დღესაც, გარეთ თუ გახვალთ და გაიკითხავთ ადამიანების დამოკიდებულებას ნარკოტიკების გამყიდველი ადამიანის მიმართ, ზუსტად ისევეა შემორჩენილი. დღეს რას ვიგებთ, ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ქველმოქმედებაზე, ნომერ პირველ მოქალაქეობაზე, ნომერ პირველ მმართველზე, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ, გადაწყვიტა, დაიკავოს ქვეყნის ნომერ პირველი ბარიგის სტატუსი. ამაში ჰყავს ჩართული თავისი შვილი თავისი მოწოდებებით. უბედურება ის არის, რომ საზოგადოებას ისეთი რეაქცია, როგორსაც უნდა ველოდოთ, არა აქვს. თუ ეს ყველაფერი განვითარდება, დღეს ზღაპარია იმის შეძახილები, რომ ჩვენ გავაკონტროლებთ იმას, რომ შიდა ბაზარზე ქვეყნის შიგნით კულტივირებული ნარკოტიკი არ მოხვდეს.

რაც ნაკლები მოქალაქე დარჩება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით შეგნებული, მით უფრო ადვილი იქნება ქვეყნის მართვა ამ ადამიანისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. იმის შიშით, რომ მგელი არ გავუშვათ, რომ მივიღებთ ლომს, ან მგელზე უარესს, უგუნური ადამიანის პოზიციაა,“ - განაცხადა "რუსთავი 2"-თან ირაკლი ოქრუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42