ნინო ანანიაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ მოხუცების მიმართ ყურადღება უნდა გამოიჩინოს.
„არ შეიძლება, მეტი ყურადღება არ გამოვიჩინოთ თოთოეულმა ადამიანმა, ვისაც შესაძლებლობაა აქვს და რასაკვირველია, ხელისუფლებამ. მოხუცებული ადამიანები ამდენი შრომის, ჯაფის შემდეგ რჩებიან გაგდებულები. ეს ძალიან მტკივნეულია ჩემთვის და მინდა, სახელმწიფომ ყურადღება გამოიჩინოს,“ - განაცხადა ნინო ანანიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ "სახლი საზღვრებს გარეშე" ლუდმილა სალიას ინიციატივით და ევროკავშირის და სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა. ამჟამად თავშესაფარში 11 ადამიანი ცხოვრობს.
ლუდმილა სალიას განცხადებით, მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი პირობების და მკურნალობისათვის დღეში 16 ლარით დაფინანსება საკმარისი არ არის.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაიზრდება პენსია და თავშესაფრების დაფინანსება.
„სახელმწიფო 16 ლარს იხდის თითო მოხუცებულზე ამ თავშესაფარში. დიდი სურვილი და თხოვნა მაქვს, ერთი თვე ბესელია და კობახიძე აცხოვრეთ 16 ლარზე,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






