"ზურაბიშვილმა ქართული ჯარის და დიპლომატიას შეურაცხყოფა მიაყენა" - "დიპლომატთა კლუბი" საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 15:21, 15 Sep, 2018     4806
საქართველოს დიპლომატთა კლუბი ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება და საპრეზიდენტო კანდიდატს ქართული ჯარის და დიპლომატიის შეურაცხყოფის გამო აკრიტიკებს.


დიპლომატთა კლუბი მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოეხმაურონ ზურაბიშვილის ამ განცხადებას და საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია,

„მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ “2008 წლის ომის დროს საქართველოს საელჩოები დადუმებულები იყვნენ”.

ქალბატონი ზურაბიშვილისგან არახალია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული მავნებლური და რაც მთავარია, აბსოლუტური სიცრუის შემცველი განცხადებები. სხვა გარემოებებში, ამჯერადაც შევიკავებდით თავს საპასუხო განცხადებისგან, თუმცა, იძულებულნი ვართ, გამოვეხმაუროთ მისი დღევანდელი სტატუსის - მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატობის გათვალისწინებით.

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ქალბატონმა ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოს ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს მიაყენა დაუმსახურებელი და სასტიკი შეურაცხყოფა. ჯერ ქართული ჯარი შერაცხა “მძინარე ცხინვალის დამბომბველ მკვლელებად” და დღეს ქართული დიპლომატია შეაფასა “ომის დროს დადუმებულ იმპოტენტებად”.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით გამოუტანოს მისი ვერდიქტი პოლიტიკოს ზურაბიშვილს 28 ოქტომბრის არჩევნებზე. იმავდროულად კი მიგვაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ქვეყნისა და დიპლომატიური სამსახურის წინაშე აკისრია ვალდებულება, საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ქალბატონი ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42