მიმდინარე წელს თსუ-ს მაგისტრის ხარისხიათასზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა
პოლიტიკა - 14:16, 15 Sep, 2018     496
ათასზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი 2018 წელს. თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებას რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„უნივერსიტეტის საიუბილეო მე-100 წელს მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა საიუბილეო მე-20 გამოშვების ღონისძიება გაიმართა. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ დღეს. ვუსურვებ წარმატებას ცხოვრებაში. დღეს ისინი შეუერთდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების 300- ათასიან არმიას და ნუ დაავიწყდებათ, რომ ყოველთვის უნივერსიტეტელები იქნებიან,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

მაგისტრატურის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს პოეტმა დავით მაღრაძემ: „ჩემი ბედ-იღბალი ისე წარიმართა, რომ მრავალ უნივერსიტეტში მქონია საშუალება ორიოდე სიტყვა მეთქვა; მაგრამ ის მოკრძალება, ის მოწიწება, რაც ამ კედლებში მეუფლება, არსად სხვაგან ასეთი განცდა არ მაქვს. ძალიან საამაყოა ჩემთვის, რომ წილად მხვდა პატივი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის მეთქვა ორიოდე სიტყვა, რომელიც სავსეა სიწრფელით და სავსეა მათდამი დიდი იმედით.“

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1996 წლიდან დაიწყო. მაგისტრატურის პირველი გამოშვება თსუ-ს ზუსტად 20 წლის წინ, 1998 წელს ჰყავდა. მაგისტრის ხარისხი 20 წლის განმავლობაში 14 500-ზე მეტ კურსდამთავრებულს მიენიჭა.

„ბედნიერი ვარ, რომ თსუ-ს კურსდამთავრებული ვარ. ყველა მაგისტრს ვუსურვებ წარმატებას, წინსვლას. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს უნივერსიტეტს, ჩვენს პროფესორებს და აბსოლუტურად ყველას, ვინც გვეხმარებოდა გზის გაკაფვაში,“-განაცხადა თსუ მაგისტრატურის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა მარიამ მიქაძემ.

თსუ მაგისტრატურა 2018 წელს 1000-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა. თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42