საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიაში – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო" ჩაერთო
პოლიტიკა - 13:40, 15 Sep, 2018     910
გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიაში – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო". აქციის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა.

„მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, იმიტომ რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. მე მინდა მადლობა ვუთხრა ესტონელებს, რომლებმაც ათი წლის წინ დაიწყეს ინიციატივა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მადლობა მინდა ვუთხრა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი პატრიოტიზმით დღეს ჩვენთან ერთად ალაგებენ და ასუფთავებენ გარემოს. მინდა მოგიწოდოთ ყველას, ჯერ კიდევ დღის დასაწყისია, ბუნებრივია შეიძლება ასეთ აქციას ვერ შეუერთდეთ, მაგრამ საკუთარი სახლის წინ, საკუთარ ეზოს იქნებ ხელი შევავლოთ და ამით გავხადოთ უკეთესი ჩვენი გარემო. მიხარია, რომ ასეთ აქციაში ასე ბევრი მონაწილეობთ, განსაკუთრებით ახალგაზრდობის აქტიურობა მახარებს დღეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World) 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და ამჟამად მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. მსოფლიო დასუფთავების დღის იდეა კი 10 წლის წინ ესტონეთში გაჩნდა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 4% გამოვიდა გარემოს დასასუფთავებლად. სწორედ ამან მისცა დასაბამი მსოფლიო სამოქალაქო მოძრაობას „Let's Do It World", რომელმაც ქვეყნები გააერთიანა ერთი მიზნის გარშემო – შევინარჩუნოთ სუფთა გარემო. საქართველო ამ კამპანიას 2010 წელს შეურთდა.

დასუფთავების კამპანიაში ჩართვის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგასთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. კერსტი კალიულაიდი მიესალმა საქართველოს ჩართვას დასუფთავების დღის კამპანიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42