„კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას: მიეცეს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის შესაძლებლობა“- „ომეგა ჯგუფის“ განცხადება
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:26, 15 Sep, 2018     1491
,,ომეგა ჯგუფი“ კომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

„მოგეხსენებათ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ. ეს გამოწვეულია თამბაქოს ბაზარზე ხელოვნურად შექმნილი არაჯანსაღი ვითარებით - დამპინგით. წლების მანძილზე არაერთი მიმართვის მიუხედავად, ხელისუფლება არ ასრულებს „კონკურენციის შესახებ“ და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრირების ზომებს, რითაც უაღრესად ზარალდება კომპანია. მეტიც, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფის“ მუშაობა სამჯერ შეაჩერა, ხოლო ბოლო ორი თვის განმავლობაში არ გასცემს სააქციზო მარკებს კომპანიაზე, რაც იწვევს კომპანიის სრულ პარალიზებას.

ეს ყოველივე ახდენს გავლენას „ომეგა ჯგუფის“ მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე, 1500-მდე თანამშრომლისთვის ხელფასების გასტუმრებაზე, ტელეკომპანია „იბერიას“ ფუნქციონირებაზე, ასევე „ომეგა ჯგუფის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პარტნიორებთან, რომელთა შორის არის 8 წამყვანი საავტომობილო კომპანია, ასევე საბანკო ინსტიტუტები.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ დაყენებული სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნები თვეების განმავლობაში განუხილველია ფინანსთა სამინისტროს მიერ. ასეთ ყოფაში ჩააგდეს კომპანია, რომელსაც მილიარდნახევარ ლარზე მეტი აქვს შეტანილი ბიუჯეტში და ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს 200 მილიონ ლარზე მეტი ბრიტანული ინვესტიცია.

ვწუხვართ იმ პრობლემების გამო, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვექმნება ამ ვითარებიდან გამომდინარე, თუმცა ეს განპირობებულია სახელისუფლო წნეხით, რითაც გამიზნულად ინგრევა „ომეგა ჯგუფი“.

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას - მიეცეს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის შესაძლებლობა, რათა შეძლოს საკუთარი ვალდებულებების პირნათლად და კეთილსინდისიერად შესრულება.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42