"გადახედვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ომი რუსეთმა დაიწყო" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ზურაბიშვილის განცხადებაზე
პოლიტიკა - 12:29, 15 Sep, 2018     1223
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი 2008 წლის ომთანდაკავშირებით პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბივილის განცხადებებას ეხმაურება.

მისი თქმით, “გადახედვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ რუსეთ-საქართველოს ომი რუსეთმა დაიწყო“.

„საქართველო არის ოკუპურებული ქვეყანა და გადახედვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომელიც აღიარებულია - რუსეთ-საქართველოს ომი რუსეთმა დაიწყო. ისევე, როგორც საუკუნეების განმავლობაში, ისტორიულად რუსეთი ებრძოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა საქართველოს ადვოკატირება განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, რათა მსოფლიოს დღის წესრიგში მუდმივად იდგეს ოკუპაციისა და რუსეთის, როგორც ოკუპანტის თემა. ვინც არ უნდა დაიკავოს ეს პოზიცია, მისი უმთავრესი ფუნქცია იქნება სწორედ ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა, როგორც ოკუპირებული ქვეყნის და რუსეთის მხილება ყველა საშუალებით იმ დანაშაულებში, რომელიც ჩაიდინა და დღემდე ჩადის საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42