ოჯახი 18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმის დროული გამოძიება მოითხოვეს. ამ მოთხოვნით მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.
მაჩალიკაშვილმა გორში მისი შვილის ლიკვიდირების საქმის დეტალებზე ისაუბრა:
„რომელი იარაღიც ჩემს შვილზე გამოიყენეს, სანამ ექსპერტიზას ხელში ჩაუვარდებოდა, ის იარაღი იქნა გამოცვლილი, რომელიც მასრას უკან ისვრის. ტყვია, რომელიც ჩემს შვილზე გამოიყენეს, ნადირზეც კი აკრძალულია, სახეთქი.
იმის გამო მკვდარ თემირლანს თავზე გაუკეთეს ოპერაცია, რომ შიგნიდან სახეთქი ტყვიის მასრები ამოეღოთ იცით, ჩვენი ტრადიციით, გაკვეთა არ არის მიღებული, მაგრამ მაინც წავედი ამაზე, ჩემს პრინციპებს ვუღალატე, რომ დამტკიცებულიყო, მასთან იყო თუ არა სახეთქი ტყვია. დიახ, ექსპერტმა სახეთქი ტყვიის ნაწილები ამოიღო. მერე მე მეუბნებიან, ვიღაც პოლიტიკური პარტია გმართავსო. მე მმართავს ჩემი თავი და ჩემი გული. სისხლიანი სახელმწიფო ყველაფერზე აგებს პასუხს. თვით სახელმწიფო არის დამნაშავე, ტერორი, ყაჩაღი,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






