"ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა არ შეესაბამება გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"
პოლიტიკა - 17:00, 14 Sep, 2018     890
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ქვეყანაში არსებულ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე და ანტიკორუფციულ სისტემაში ძირეული ცვლილების საჭიროებაზე საუბრობს.

"კორუფციის სავარაუდო შემთხვევების შესახებ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო სტრუქტურების რეაგირება ნელი, გაუმჭვირვალე და არაეფექტური იყო, რაც საქართველოში ანტიკორუფციული სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე მიუთითებს.

კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ტელეკომპანია "იბერიისა" და „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს შორის გავრცელებული საუბრის ფარული ჩანაწერები, სადაც საუბარია ბიზნესისთვის საგადასახადო პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო "კონტრიბუციაზე".

12 სექტემბერს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა თანამდებობიდან გადადგნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, ზუგდიდის მერსა და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას შორის სავარაუდოდ ქრთამის სანაცვლოდ ქონების გადაცემაზეა საუბარი.

ამ შემთხვევებს წინ უსწრებდა 2018 წლის ივლისში მოულოდნელი სამთავრობო ცვლილებები, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობები დატოვეს. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე (რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა უფრო ადრე, 2018 წლის 30 მარტს დატოვა) გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, საზოგადოებისთვის ეს ამბავი მხოლოდ მათ მიერ პოსტების დატოვების შემდეგ გახდა ცნობილი.

აღნიშნული შემთხვევები იმის დასტურია, რომ საქართველოში დღეს მაღალია კორუფციის რისკი ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთქმედების პროცესში. სახელმწიფოს კი დანაშაულის პრეცენციისა და მასზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები არ აქვს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პოსტზე კანდიდატად დასახელებისას, ანტიკორუფციულ სისტემაში ცვლილებები ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაასახელა. მან ახალი ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროსაც, თუმცა მთავრობას დღემდე არ გადაუდგამს პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში არსებობის გამო, ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა არ შეესაბამება გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს და კორუფციული დანაშაულების გამოძიების პროცესზეც ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა. აუცილებელია კორუფციული დანაშაულის გამოძიებასა და პრევენციაზე პასუხისმგებელი უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოეყოს, რაზეც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ. ასეთი უწყება ცალკე, დამოუკიდებელ ინსტიტუტად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და ექნება სათანადო ინსტიტუციური, ფინანსური და ადამიანური რესურსი" - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42