„გირჩელებს გვიყვარს ჩვენი შვილები და არ ვაპირებთ ისინი ამ სისტემას მივანდოთ“ - გირჩი ალტერნატიულ განათლების სისტემას ქმნის
პოლიტიკა - 14:58, 14 Sep, 2018     1240
პარტია "გირჩი" განათლების სისტემის ფუნდამენტური ცვლილებისთვის იწყებს ბრძოლას. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ გირჩელებს გვყავს შვილები, ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი შვილები მივანდოთ ამ სისტემას, ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ გირჩის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელსაც პირობითი სახელწოდება აქვს - თავისუფალი განათლება და ჩვენ შევქმნით ამ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო განათლების სისტემის ალტერნატიულ განათლების სისტემას. ეს იქნება თავისუფალი განათლების სისტემა," - თქვა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღეს განათლების მინისტრისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების მიერ გამართულ პრეზენტაციაზე კარგად გამოიკვეთა ის მთავარი პრობლემები, რომლის წინაშეც დღევანდელი განათლების სისტემა დგას.

"მთავარი პრობლემა, რომელიც არ ესმის არც პრემიერმინისტრს, არც მთავრობის წევრებს და, მათ შორის, არც განათლების მინისტრს, არის ის, რომ მანამ, სანამ ქვეყანაში არსებობს ერთიანი უნიფიცირებული სისტემა, სადაც ადამიანების, ბიუროკრატების ჯგუფი ერთი სამინისტროს შიგნით წყვეტს, როგორი უნდა იყოს განათლება და რა არის განათლება, როგორც პროდუქტი და ისინი განსაზღვრავენ, როგორ უნდა მოამზადონ ბავშვები მომავლისთვის, რომლის პროგნოზირებაც არავის არ შეუძლია, მანამდე ეს პრობლემები იარსებებს," - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

ახალ პროექტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გაჟღერება ჯაფარიძემ ორშაბათს, 17 სექტემბერს დანიშნულ პრეზენტაციაზე დააანონსა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42