"დეზერტირების" ბაზარსა და მის მიმდებარე ე. წ. გვირაბში ხორცის რეალიზაცია განახლდა
საზოგადოება - 14:59, 30 Aug, 2013     2002



""დეზერტირები 2012"-სა და ე. წ. გვირაბში ხორცის რეალიზაცია განახლდა.სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა მეთვალყურეობით ტერიტორიაზე ჯილეხის საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა: გაიტანეს ხის კუნძები; მაცივრები, რომლებშიც ჯილეხის დაავადება აღმოჩნდა. ამიერიდან ხორცის სარეალიზაციო პუნქტებსა და სექციებში იკრძალება ხის კუნძების გამოყენება. მის ნაცვლად შეიტანენ სინთეზური მასალის კუნძებს, რომელიც დაავადებებისა და ბაქტერიების გავრცელების მხრივ გაცილებით უსაფრთხოა, რადგან ექვემდებარება სველი წესით რეცხვა-დეზინფექციას. აღნიშნული მასალის გამოყენება განსაზღვრულია ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული მოთხოვნებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წინამძღვრიშვილის ქ. #135-ში მდებარე აგრარული ბაზრის ("დეზერტირები 2012") ხორცის სექცია მას შემდეგ დახურეს, რაც იქ ჯანმრთელობისათვის საშიში სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. კვლევით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ხორცით მოვაჭრემ სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული და, შესაბამისად, უსაბუთო საქონლის ხორცი მალულად გაყიდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ჯილეხის კანის ფორმით დაავადდა.

ბაქტერიული დაბინძურებისა და ანტისანიტარიის გამო სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა "დეზერტირების" ბაზრის მიმდებარე ე. წ. გვირაბიც დახურეს, სადაც ასევე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ბაზრების შემოწმებას და მოუწოდებს მომხმარებლებს, ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას გამოიჩინონ მეტი ყურადღება და მოითხოვონ ფორმა #2, რაც იმას ნიშნავს, რომ საქონელი დაიკლა სასაკლაოზე სახელმწიფო ვეტერინარის კონტროლის ქვეშ და უსაფრთხოა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42