„შევთხოვ უფალს, მოგანიჭოთ მოთმინება, თავმდაბლობა, მორჩილება, ნიჭი სწავლისა და სიყვარულისა“ - ილია მეორე სტუდენტებს
პოლიტიკა - 12:43, 14 Sep, 2018     1976

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას სტუდენტები დალოცა და მიმართა მათ:

"შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვანიჭოს მოთმინება, თავმდაბლობა, მორჩილება, ნიჭი სწავლისა და სიყვარულისა. მე მახსენდება ჩემი სტუდენტობის წლები. ერთმა პროფესორმა გვითხრა, რომ სასულიერო სასწავლებელი არ აძლევს ცოდნას, აძლევს გასაღებს იმ დარბაზისა, სადაც ადამიანმა უნდა შეიძინოს ცოდნა. უნდა შეინახო ეს გასაღები კარგად და გააღო ცოდნის და განათლების დარბაზი. შენ უნდა იფიქრო შენს მომავალზე. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვანიჭოს უფალმა სიბრძნე. სიბრძნის საწყისი არის ღვთის შიში. შიში ღვთისა არის საწყისი წინსვლისა. სასულიერო სასწავლებელი არის ძვირფასი იმით, რომ სემინარია და აკადემია აძლევს ფართო განათლებას . ჩემთან სწავლობდა საშუალო სკოლაში ნიჭიერი ახალგაზრდები. ერთმა მათგანმა დაამთავდა ოქროს მედალით. მაშინ პირველი წელი იყო როდესაც ოქროს მედალით აჯილდოვებდნენ, მაგრამ ის გამოვიდა ძალიან ვიწრო განათლებით ექიმი. სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ მოგცეთ დიდი განათლება ცოდნა. განათლება ძვირფასია იმ შემთხვევაში, როდესაც ის არის მორწმუნე ადამიანის გონებაში. მორწმუნე ადამიანმა შეიძლება ბევრი რამ გააკეთოს. ურწმუნო ადამიანის გონებაში კი საშიშია განათლება. ამიტომ მივმართავ ჩვენს სტუდენტებს და ახალგაზრდობას, რომ უპირველეს ყოვლისა, იფიქრეთ სულიერებაზე. იფიქრეთ სარწმუნოებასა და თავმდაბლობაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობარს- თუ ვინ გყავს. მე მახსენდება ჩემი მეგობრები აკადემიის და სემინარიის. ზოგიერთი მათგანი იყო ფილოსოფიური განათლებით და მათ იმოქმედეს ჩემზეც, სტუდენტებზეც. ჩვენ რომ ვამთავრებდით ლექციებს მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით ფილოსოფიურ წიგნებს. ღმერთმა მოგცეთ საღი გონება მხიარულება, თავმდაბლობა და მორჩილება. არის შემთხვევები როცა სტუდენტი ამპარტავნდება და იწყებს კრიტიკას მასწავლებლებისა და უფროსებისა. ეს დაღუპვის გზა არის. ამას ერიდეთ. ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42