საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, 2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების მოდელი შეიცვლება. მინისტრის თქმით, არსებული სისტემის შეფასება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოხდება“
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მოსწავლეზე ორიენტირებული, ცვლილებებზე სწრაფად ადაპტირებადი სკოლა მისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით სისტემურად, ერთიანად ვითარდებოდეს. სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, ასევე მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმასა და უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს – სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რისთვისაც არაერთი პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






