„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი უკვე ზედიზედ მეორე წელია იღებს გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურების ჯილდოს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს ბანკი საკუთარ საცალო და კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს უახლეს ციფრულ საბანკო გადაწყვეტილებებს, კომფორტულ მომსახურებას და ხელს უწყობს მათი წარმატების მიღწევას ბიზნესსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოს ბანკი გააგრძელებს მუდმივ ზრუნვას, რათა განავითაროს საუკეთესო იდეები ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ახალი, კომფორტული და თანამედროვე ციფრული სერვისების წარსადგენად“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
„გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურებისთვის ჯილდო გადაეცემათ მხოლოდ იმ ბანკებს, რომლებიც ახორციელებენ მსოფლიო დონის სერვისებს და აჭარბებენ მომხმარებელთა მოლოდინებს“,- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.
მასალის გამოყენების პირობები






