საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქ1ართული ოცნების“ გადაწყვეტილება მისთვის მხარი დაეჭირა, იყო სრულიად თავისუფალი გადაწყვეტილება, რისთვისაც ის მადლობელია:
„მე ვიქნები ხიდი თქვენსა და ხელისუფლებას შორის და არა კონფრონტაციის კერა. არა იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მე მხარი დამიჭირა და ამიტომ მაქვს რაღაც ვალდებულება აღებული და მოვიქცევი ისე, როგორც მონა-მორჩილი. არა, ჯერ ერთი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო თავისი გადაწყვეტილება ისე, რომ მე არაფერი მომეთხოვა. არანაირი წინაპირობა. ეს იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან სრულიად თავისუფალი გადაწყვეტილება, რისთვისაც მე ძალიან მადლობელი ვარ და ვიქნები. ასევე იყო სრულიად თავისუფალი გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან, რამეთუ ეს არ არის დაკავშირებული რამე აღებულ ვალდებულებასთან, რაც მე მერე დამაწვება კისერზე. ეს არის თანასწორი გაგება იმისი, რომ დღევანდელ საქართველოს სჭირდება ხელისუფლებასთან თანამშრომლობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
მასალის გამოყენების პირობები






