„მოკლედ რაღაც ახალი სასტავია, "საქართველოს დარაჯი" ქვია. კომუფლირებული (ჯარისკაცის) შარვლიანი, შავმაიკიანი 2 ტიპია, დადიან აღამშენებელზე, ლესელიძეზე და სხვა ტურისტულ ადგილებში და აწუხებენ უცხოელბს! პასპორტს სთხოვენ ეკითხებიან საიდანაა და რისთვისააა ჩამოსული, ძირითადად ირანელებს არაბებს და აშ. ამბობენ რომ არალეგალებს ეძებენ და ებრძვიან... ერთ-ერთს შარვლის ქამარზე აქვს იარაღის კაბურა ხალხის შესაშინებლად! ოფიციალურად რომ შეედავო, ვითომ კანონს არ არღვევენ უბრალოდ ელაპარაკებიან, სინამდვილეში რაც ხდება, ალაბთ ყველა ვხვდებით - პრობლემებს უქმნიან ქუჩაში ტურისტებს, აწუხებენ და უამრავ უხერხულობას და უსიამვნებას ქმნიან. ვის წისქვილზე ასხამს ეს წყლას და ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს მოგეხსენებათ და ამიტომ ამ საკითხზე აღარ შევჩერდები!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საჭიროდ ვთვლი ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ და ალბათ იცით კიდეც ამის შესახებ. და იქნებ რამე მოიფიქროთ და მოიმოქმედოთ!!! შეგახსენეთ რომ ქუჩაში პატრულირება, საბუთების შემოწმება და მსგავსი საქმეები თვენი მოვალეობაა... გვითხარით, გაგვაგებინეთ თუ თქვენს ფუნქციას ვერ ასრულებთ და კერძო პოლიციის დაქირავებაზე ვიფიქრებთ, ქვეყანაში უსაფრთხოების საკონტროლებლად..”- წერს თორნიკე ქარჩხა
მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა ნინა კიკავამაც:
„მე და Mariami ვიყავით მარჯანიშვილის მოედანზე , როდესაც დავინახეთ ორი მამრობითი სქესის ადამიანი, რომლებსაც გაჩერებული ჰყავდათ ორი ინდოელი კაცი და დაძაბულად ელაპარკებოდნენ. ამ ორ გაურკვეველ ადამიანს მაისურზე ეწერათ "საქართველოს დარაჯი" . მათთან გამილაპარაკების მცდელობა თავიდან კრახით დამთავრდა, ერთ-ერთმა უარი განაცხადა კითხვაზე პასუხის გაცემაზე. შემდგომ მეორე მამაკაცმა, რონელიც ასაკით უფრო დიდი იყო განგვიმარტა , რომ ის იცავდა თავის ქვეყანას არალეგალებისგან და ასუფთავებდა ქალაქს. აღმოჩნდა, რომ ეს ორი გაურკვევლი პირი საბუთებს სთხოვდა ამ ორ ინდოელ მამაკაცს, იმ საფუძვლით, რომ ეჭვი იყო მათი არალეგალობის შესახებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გარეთ იდგნენ და ლუდს სვამდნენ. ასევე გაირკვა რომ ეს ორი გაურკვეველი ტიპი ყოველდღე ამ ტერიტოიაზე არის და აკვირდება ყველა უცხო ქვეყნის წარმომადგრენელს. მეორე მამაკაცი, რომელმაც უარი განაცხადა კითხვაზე პასუხის გაცემაზე, ფოტო აპარატით იღებდა ამ ორ ინდოელ მამაკაცს. პატრულის მოსვლის შემდეგ, როდესაც დავსვით კითხვა- არის თუ არა ეს სწორი უსაფუძვლოდ ადამიანის საბუთების მოთხოვნა, როდესაც საერთოდ არ ხარ იმ დაწესებულების თანამშრომელი, რომელსაც აქვს ამის უფლება. პასუხი იყო, რომ რატომ არ მოგვწონს მათი საქციელი, ეს ხომ ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულებაა. ასევე პატრულმა განაცხადა, რომ თუ ზემოთ ხსენებულმა ორმა მამაკაცმა ინდოელ მამაკაცებს სთხოვეს საბუთები და არა მოთსხოვეს, მაშინ ეს ყველაერი დასაშვები იყო. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ორივე ინდოელი ადამიანის საბუთები მწყობრში იყო და არანაირი პრობლემა არ არსებობდა.
P.s. ერთ-ერთმა საქართველოს დარაჯმა განაცხადა, რომ დროშაზე აქვს დაფიცებული, რომ საქართველოს დაიცავს არალეგალებისგან.“
„საქართველოს დარაჯის“ იუთუბ არხიდან ირკვევა, რომ პირი რომელიც უცხოელებს ავიწროვებს სოსო ლეიაშვილია. გავრცელებულ ვიდეოებში ის ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს.
აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება საქმეს 223-ე მუხლით იძიებს, რაც უკანონო ფორმირების შექმნას და მის ხელმძღვანელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






