პრეზიდენტმა ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მიიღო
პოლიტიკა - 17:34, 13 Sep, 2018     809

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთოს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა განიხილეს ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების პრობლემატიკასა და ეუთოს ჩართულობაზე ამ პროცესებში.

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე პროცესების შესახებ.

პრეზიდენტმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი და ამ პროცესებში ეუთოს ჩართულობის თემები განიხილა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრობლემატიკა ეუთოს დღის წესრიგში მაქსიმალურად უნდა იყოს წარმოჩენილი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ტომას გრემინგერმა განაცხადა, ვიზიტის შედეგად იგი კარგად გაეცნო იმ სირთულეებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას.

,,პირველი, მსურდა, რომ მადლობა გადამეხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის ეუთოში მიმდინარე რეფორმებში, ეუთოს ოპერაციებსა და ეუთო-ს სტრუქტურული დიალოგში აქტიური ჩართულობისათვის.

მინდოდა პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნება, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში.

ჩამოვედი, რათა აღმოვაჩინო საქართველოს - ეუთოს ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავების, გაძლიერებისა და გაფართოების შესაძლებლობები", - აღნიშნა ტომას გრემინგერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42