ფაქტს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ "მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს არასწორი ნაბიჯები გადადგას".
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩნდება გარკვეული კითხვები და ასევე არსებობს აუდიოჩანაწერი მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებით. გამოძიებაც დაწყებულია. არ უნდა დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმპფცია, თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მერმა და მისმა მოადგილემ მიიღო, არის სწორი.
არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა კანონის მიღმა გაიხედოს და მიიღოს არასწორი გადაწყვეტილებები, რომელიც კანონთან მოდის წინააღმდეგობაში. ეს კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის.
მთავარია ის, რომ კანონი იყოს პირველ რიგში, ვიყოთ გამჭვირვალეები და ღია ყველასთვის. ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა და ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება. არავის არ ეპატიება, რომ კანონს მიღმა რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს. მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს არასწორი ნაბიჯები გადადგას“, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






